Header Ads

მაკა ასათიანი „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ სასამართლოში უჩივის

მაკა ასათიანი ორშაბათიდან 'საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს' წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.

ასათიანის ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის განცხადებით, ბიზნესმენი ორგანიზაციას პატივისა და ღირსების შელახვისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის  უჩივიოს.

საქმე ეხება ' საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს' კვლევას 'კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში', სადაც მაკა ასათიანის და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს 'აკას' საქმე განიხილებოდა.

ბიზნესმენი საერთაშორისო გამჭვირვალობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, თუმცა ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ბოდიშს არ მოიხდიან. 

5 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული.

დასკვნაში, რომელიც 6 ინკოგნიტო რესპოდენტის გამოკითხვის შედეგად მომზადდა, საუბარია სასამართლოებში ეგრეთ წოდებული გავლენიანი ხელმძღვანელების არსებობის შესახებ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები დასკვნას უნდობლობას უცხადებენ. ხოლო საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კვლევას ეთანხმება. ის ამბობს, რომ ამ დოკუმენტით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.