რა აბინძურებს ჰაერს თბილისში ყველაზე მეტად?

მოგეხსენებათ, ამის გამო შემაშფოთებლად არის გაზრდილი ადამიანების სიკვდილიანობა ჩვენს ქვეყანაში.
გურამ ნიკოლაშვილი წერს:
'ზუსტად ათი წუთი ვიდექი ვარაზისხევში და დავაკვირდი ყველა ჯურის ტრანსპორტს, რამაც კი გაიარა. დამაბინძურებელთა ათეული ასე გამოიყურება:
საბჭოთა წარმოების სამშენებლო 'გრუზავიკები', აი ხაკისფერები რომაა, რომელთა არსებობაც უბრალოდ
სამყაროს შეცდომაა,
ბოგდანის ტიპის ყვითელი ავტობუსი,
თბილისის სავიზიტო ბარათად ქცეული ყვითელი მარშრუტკა,
არაბოგდანის ტიპის დიდი ყვითელი ავტობუსი,
დისტრიბუციაზე მომუშავე გაზელები,
ბეტონმრევი მძიმე ტექნიკა,
2003 წლამდე გამოშვებული ყველა მერსედესი,
დიდი თეთრი ავტობუსები, რომლებიც არ მოძრაობენ, მაგრამ საეჭვოდ გამოიყურებიან
GG-342-RR მწვანე ხასხასა ვოლგა, 1981 წლის.
ყველა ფორდ-ტრანზიტი.
აქვე არსებობს დაბინძურების არმქონე ტოპ-ერთეულიც:
ლურჯი ავტობუსი.
საშველი? ტექდათვალიერება და ჯართის ეტაპობრივი ჩამოწერა.
დაკვირვების დრო: 12:00, 13.09.2017
წყარო