Header Ads

loading...

რომ დამიჭირეს და მეორე დღეს ქათმის ბარკალი მომიტანეს და მერე გულის გასაგრილებლად ნაყინი, მეთქი ვიღაც მეღადავება

აშშ-ში დაპატიმრებული ქართველი მოკრივე ავთანდილხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ამერიკისშეერთებულ შტატებში, მაქსიმუმი,5 წლიანი სასჯელი ემუქრება. როგორც ის განმარტავს,ციხეში კარგი პირობები აქვს და ვარჯიშსაც აქტიურად განარძობს.

“ახლა მოემზადეთ კარგი ამბავი უნდა გითხრათ: მე წავაგე კატრანი ანუ არალეგარულითამაშები. ეს არის მინიმუმ 2 წელი და მაქსიმუმ 5. ასე რომ 5 წელზე მეტს ვერ მომცემენ ჩემსშემთხვევაში. არ არის 0დან 20, არის 0და 5. 1 წელზე მეტი ვზივარ აქ 10 თვე ერთ წლადითვლება, კიდევ კარგი ყოფაქცევა გაქაჩე გამოქაჩე კიდე 2 წელი და ეგაა. ეს არის უტყუარიინფორმაცია და ნუ დაუჯერებთ ცრუ ინფორმატორებს , 40 წელი ტერორისტი კი არა ვარ, რასისულელეა, მაგის დამწერს და გამვრცელებელს ჭკუა აქვს? ენა რომ აქვს იასნია, კარგი თქვითრამე ტყუილს რომ ავრცელებთ.

ასე რომ კიდევ დავბრუნდები და კიდევ ბევრს გავახოხებ რინგზე. ყოველდღე 3 საათიანვარჯიშებს ვატარებ, ასე რომ ავთანდილა ფორმაშია. გულშემატკივრებს გაცნობებთ, რომ მე არშემიჩერებია ჩემი საყვარელი ნამდვილი საქმე, ლაპებიც კი შემიკერეს ციხეში და მიდისბათქაბუთქი ყოველდღე. თანაც დრო ბევრი მაქვს , სხვა საქმე არაფერი. ვარჯიში, ძილი, ჭამა.ბრძოლებსაც რომ მიტარებდნენ გეუბნებით ცუდ ადგილზე არა ვარ. ასეთი პირობები, რომმქონოდა ქუთაისში ალბათ უფრო მეტს მივაღწევდი. რომ დამიჭირეს და მეორე დღეს ქათმისბარკალი მომიტანეს და მერე გულის გასაგრილებლად ნაყინი, მეთქი ვიღაც მეღადავებაა ჰა ჰაჰა”, – წერს ხურციძე.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულიმასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15წარმოშობით ქართველი იყო. ე.წ. შულაია ენთერფრაიზის დაჯგუფების ლიდერადგამომძიებლებმა ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, 40 წლისრაჟდენ შულაია დაასახელეს. 37 წლის ავთანდილ ხურციძე კი, მეტსახელად„ჩაქუჩა“ საბრალდებო მასალების მიხედვით რუსული მაფიის ბოსის –რაჟდენ შულაიას „კუნთი“ იყო ბრუკლინში.

infonews.ge

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.