Header Ads

ცნობილია რა ოდენობის თანხას ვეღარ გასცემენ მიკროსაფინანსოები მსესხებლებზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს რამდენიმე მსესხებელზე ჯამში, 100 ათას ლარზე მეტის გაცემა აეკრძალათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის 5 ივლისის ბრძანებაში წერია.

ბრძანება, რომელიც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესს“ ეხება, საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მსგავსი ლიმიტი არ ჰქონდათ და დიდი მოცულობის სესხის გაცემა იყო შესაძლებელი. 5 ივლისის ბრძანების თანახად კი, „ერთ მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული სესხების ჯამური ოდენობა 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს“.

'ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, დაიცვან ამ წესით დადგენილი მოთხოვნები, აწარმოონ გამჭვირვალე, უტყუარი და სრული ფინანსური ანგარიშგება, დაიცვან საჯაროობის პრინციპი და უზრუნველყონ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმა, წარდგენის ვადა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის“ მოთხოვნების შესულება, ეროვნულ ბანკს წარუდგინონ სუბორდინირებული და კონვერტირებადი ვალის მიღების თაობაზე ხელშეკრულება მისი გაფორმებიდან 10 დღის განმავლობაში', - წერია ბრძანებულებაში.

ბრძანების მიხედვით, განსაზღვრულია საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ რაოდენობაც, რომლის დაკმაყოფილებაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოუწევთ.

ბრძანებულების თანახმად, ახალი რეგულაცია მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს რამდენიმე მსესხებელზე ჯამში, 100 ათას ლარზე მეტის გაცემა აეკრძალათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის 5 ივლისის ბრძანებაში წერია.

ბრძანება, რომელიც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესს“ ეხება, საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მსგავსი ლიმიტი არ ჰქონდათ და დიდი მოცულობის სესხის გაცემა იყო შესაძლებელი. 5 ივლისის ბრძანების თანახად კი, „ერთ მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული სესხების ჯამური ოდენობა 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს“.

"ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, დაიცვან ამ წესით დადგენილი მოთხოვნები; აწარმოონ გამჭვირვალე, უტყუარი და სრული ფინანსური ანგარიშგება, დაიცვან საჯაროობის პრინციპი და უზრუნველყონ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების ფორმა, წარდგენის ვადა და ბუღალტრული აღრიცხვის წესის“ მოთხოვნების შესულება; ეროვნულ ბანკს წარუდგინონ სუბორდინირებული და კონვერტირებადი ვალის მიღების თაობაზე ხელშეკრულება მისი გაფორმებიდან 10 დღის განმავლობაში", - წერია ბრძანებულებაში.

ბრძანების მიხედვით, განსაზღვრულია საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ რაოდენობაც, რომლის დაკმაყოფილებაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოუწევთ.

ბრძანებულების თანახმად, ახალი რეგულაცია მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.