Header Ads

loading...

ევროვიზიაზე გამარჯვებული სიმღერის ავტორებს პლაგიატში ადანაშაულებენ

ევროვიზიაზე გამარჯვებული სიმღერის ირგვლივ, რომელიც ისრაელელმა ნეტა ბარზალაიმ შეასრულა, სკანდალი აგორდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მედიის ცნობით, სიმღერის Toy ავტორებს პლაგიატში ადანაშაულებენ. გავლენიანმა ხმის ჩამწერმა კომპანია Universal Music-მა უკვე გაუგზავნა გამაფრთხილებელი წერილი კომპოზიციის ავტორებს დორონ მედალსა და სტავ ბეგერის.



კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ ისრაელელი მომღერლის მიერ შესრულებული სიმღერა ამერიკული როკ-ჯგუფის White Stripes-ის სიმღერის Seven Nation Army-ს პლაგიატია.



საერთაშორისო კონკურსის რეგლამენტის თანახმად, ყველა სიმღერა, რომელიც ევროვიზიაზე შესრულდება, ორიგინალი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ პლაგიატი დამტკიცდება, მომღერალს დისკვალიფიკაცია ემუქრება. ეს ავტომატურად იმასაც ნიშნავს, რომ ისრაელი კონკურსის გამართვის უფლებას დაკარგავს.



ამ შემთხვევაში გამარჯვებულად კვიპროსის წარმომადგენელი გამოცხადდება, რომელმაც კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა.



25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ევროვიზიის იერუსალიმში ჩატარება გადაიფიქრეს.



ევროვიზია 2018-ის გამარჯვებული ისრაელის წარმომადგენელი 13 მაისს გახდა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.