Header Ads

ავტობანზე ბალახი ისე გაიზარდა, გლეხები საქონელს აძოვებენ-დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე

გრიგოლ მიქელაძე

დეპუტატმა გრიგოლ მიქელაძემ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ავტობანზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„მივდიოდით ქუთაისში მე და ბატონი რომან კაკულია და ავტობანზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, ბალახი იმდენად არის ამოსული, პირუტყვს აძოვებდნენ. წარმოგიდგენიათ? ავტობანზე ზემოთ, გაზონზე, აძოვებენ პირუტყვს, წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მოხდეს? ამას მინდა მიაქციოთ ყურადღება, მიმართა გრიგოლ მიქელაძემ მინისტრს.

პარლამენტში დღეს გაერთიანებული კომიტეტების ორი სხდომა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ერთზე ძალოვანი უწყების მომავალ ხელმძღვანელებს უსმენენ, მეორეზე ეკონომიკური გუნდის ახალ შემადგენლობას.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.