Header Ads

loading...

მღებრიშვილი: მეხანძრე-მაშველებს ხელფასი კიდევ გაეზრდებათ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან მეხანძრე-მაშველების ხელფასი კიდევ გაიზრდება.

მღებრიშვილმა ამის შესახებ ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განაცხადა. 

'ამ თვიდან უკვე 20%-ით გაიზრდება მეხანძრე-მაშველების ხელფასი. მე ვფიქრობ, რომ მომავალი წლიდან ეტაპობრივად გამოვნახავთ იმის რესურსს, რომ მეხანძრე-მაშველებს მივცეთ შესრულებული სამუშაოს ადეკვატური ხელფასები,'- განაცხადა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება მემორანდუმს, უწყების ინფორმაციით, ადმინისტრაციული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობას. ასევე, კატასტროფების რისკის შეფასებას, მათ შორის, ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვას.

ადმინისტრაციული შეთანხმების მიხედვით, დიდი მასშტაბის საგანგებო სიტუაციების დროს ევროკავშირი გაამარტივებს საქართველოსათვის დახმარების გაწევას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან მეხანძრე-მაშველების ხელფასი კიდევ გაიზრდება.

მღებრიშვილმა ამის შესახებ ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განაცხადა. 

"ამ თვიდან უკვე 20%-ით გაიზრდება მეხანძრე-მაშველების ხელფასი. მე ვფიქრობ, რომ მომავალი წლიდან ეტაპობრივად გამოვნახავთ იმის რესურსს, რომ მეხანძრე-მაშველებს მივცეთ შესრულებული სამუშაოს ადეკვატური ხელფასები,"- განაცხადა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება მემორანდუმს, უწყების ინფორმაციით, ადმინისტრაციული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობას. ასევე, კატასტროფების რისკის შეფასებას, მათ შორის, ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვას.

ადმინისტრაციული შეთანხმების მიხედვით, დიდი მასშტაბის საგანგებო სიტუაციების დროს ევროკავშირი გაამარტივებს საქართველოსათვის დახმარების გაწევას.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.