Header Ads

დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში მედლებით დაბრუნდნენ

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო შეჯიბრებებში გამარჯვებულ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლა. ზაალ კაპანაძემ სამხედრო მოსამსახურეებს საპატიო სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილე ჯარისკაცებს გაესაუბრა და შეჯიბრის მიმდინარეობისა და იქ არსებული გარემოს შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

კაპრალმა თემურ დადიანმა, რომელიც ბულგარეთში გამართულ პარამკლავჭიდში ევროპის ჩემიონატში, საქართველოს პარამკლავჭიდის ნაკრების შემდგენლობაში მონაწილეობდა, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში ორი მოგებით თურქი მეტოქე, მეჰმედ კაიო დაამარცხა.

დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები ასევე მედლებით დაბრუნდნენ შოტლანდიიდან, სადაც ისინი რთულ რელიეფზე მარშირებაში მონაწილეობდნენ. კაპრალმა ბესიკ გოგობერიშვილმა რთულ რელიეფზე 16 საათში 36, 5 მილი გაიარა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. მაიორმა მურთაზ ოსეფაიშვილმა კი 22 მილი 11 საათში დაფარა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. შოტლანდიაში „მარშირება რთულ რელიეფზე“ „Allied Forces Foundation'-ის (მოკავშირე ძალების ფონდი) ეგიდით ჩატარდა. მასში ქართველ სამხედროებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ათასზე მეტი წარმომადგენელი იყო ჩართული. 

შეხვედრას სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სპორტულ ღონისძიებებსა და აქტივობებში რეგულარულად მონაწილეობენ.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.