Header Ads

გადარჩენილი ტაილანდელი ბავშვების პირველი კადრები გავრცელდა. ვიდეო

ტაილანდის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ მედიასაშუალებებს ტაილანდელი ბავშვების პირველი კადრები გადასცა, რომელიც კლინიკაშია გადაღებული. მანამდე გადარჩენილი არასრულწლოვნების ფოტოების გავრცელება იკრძალებოდა, თუმცა საზოგადოებისგან დიდი მოთხოვნის გამო, საავადმყოფოს თანამშრომლებს მოუწიათ გაევრცელებინათ კადრები, რომელზეც ჩანს, რომ ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. 

გუშინ, 10 ივლისს, გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამჟამად ყველა დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბავშვები საავადმყოფოში, სავარაუდოდ, ერთ კვირას გაატარებენ.

ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ. 

2 ივნისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით ცოცხლები იპოვეს.

2 ივნისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით ცოცხლები იპოვეს.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.