Header Ads

„ხელისუფლება ცდილობს კვლავ ის ადამიანი მოგვაჩეჩოს, ვინც მისთვის იქნება მისაღები“ თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი

არაოფიციალური ცნობით, „ქართული ოცნება“ მთავარი პროკურორის პოსტზე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, შალვა თადუმაძის კანიდატურის გაყვანას ცდილობს და სავარაუდოდ, მთავარ პროკურორად ის მოგვევლინება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქვეყანას სიახლე სჭირდება და ისეთი ადამიანი, ვინც „ჭუჭყიან სისტემას დაანგრევს.

„კონკრეტულად ვიღაც პერსონას კი არა, ამ საქციელს ვეწინააღმდეგები. ეს არის სისტემური დანაშაული და კატასტროფა, რომ ხელისუფლება ცდილობს კვლავ  ის ადამიანი მოგვაჩეჩოს, ვინც მისთვის იქნება მისაღები.

„საქართველოს სიახლეს და რეფორმას ვინც მოუტანს, ვინც დროზე ადრე დაანგრევს ამ სისტემას და ვინც გარანტიას მისცემს სხვებს, რომ ამ ჭუჭყიან რეფომებს დაანგრევს, ის პიროვნება უნდა დანიშნონ,“ აღნიშნა მან.

მისი თქმით, ვინც არ უნდა იყოს წარდგენილი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე, საზოგადოებისთვის ის მიუღებელი იქნება და აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა მთავარი პროკურორი გვარად თადუმაძე იქნება, თუ სხვა ვინმე.

„ახლა ვინც არ უნდა დანიშნონ მთავარ პროკურორად, ნებისმიერს დავადოთ ხელი, ის მისაღები კანდიდატი არ იქნება. ამ ყველაფერს საკანონმდებლო ორგანო აკეთებს, ის იღებს ამ ჭუჭყიან კანონებს, სათავისოდ ლობირებს კანდიდატურებს. საკანონმდებლო ორგანო ჩადის თვითდანაშაულს ქვეყნის წინაშე.

„მე პირადად მომხრე ვარ, ასეთი საკანონმდებლო ორგანო ვადამდე გამოიცვალოს. თავის კანიდატურას 6 თვე ისეთივე დანაშაულ ქმედებებში გახვევენ, როგორც სხვა პროკურორები. ეს ძალაუნებურად მოხდება და გაუთავებელი ჯაჭვი იქნება.

„მას თადუმაძე ერქმევა თუ პუწუკაშვილი, დიდი მნიშვნელობა არ ექნება. ისინი უნებლიე მსხვერპლნი აღმოჩნდებიან ის საკანონმდებლო სისტემიდან ამოსული ძირგამომბანი სისტემის. ეს სისტემა აუცილებლად უნდა დაინგრეს,“ განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.