Header Ads

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულის შვიდსაათიანი დაკითხვა სუსში დასრულდა



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული შავლახ ქავთარაშვილის შვიდსაათიანი დაკითხვა დასრულდა. მან შენობა ადვოკატთან ერთად დატოვა. სუსში ის ბრალდებულ რამაზ მარგოშვილის ჩვენების საფუძველზე დაიბარეს.
ამ ჩვენების თანახმად, ქავთარაშვილს აჰმედ ჩატაევის ვალი ჰქონდა და ამ ვალის ამოღების მიზნით ის, აჰმედ ჩატაევთან ერთად საქართველოში ჩამოსულ ორ მებრძოლთან ერთად, ერთ-ერთ ბიზნესმენზე თავდასხმას გეგმავდა.
ამ საკითხზე თავად ბრალდებულმა კომენტარი არ გააკეთა.
ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 2017 წლის 21-22 იანვარს ჩატარდა. შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი -  შუაიფ ბორზიევია, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.
ამ სპეცოპერაციიდან თითქმის ერთ თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.
სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც  ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.
წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.