Header Ads

მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი შეირჩნენ

მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი შეირჩნენ. საპროკურორო საბჭოს კანდიდატები იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.

ნინო გოგნიაშვილის და შალვა თადუმაძის კანდიდატურები აღნიშნულ თანამდებობაზე იუსტიციის მინისტრს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარუდგინა, შალვა შავგულიძე კი, პოლიტიკურმა პარტიამ „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარადგინა.

შალვა თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, შალვა შავგულიძე  – ყოფილი დეპუტატი, ნინო გოგნიაშვილი კი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

მთავარი პროკურორობის სურვილი 18-მა კანდიდატმა გამოთქვა. მთავარი პროკურორის თანამდებობა აღნიშნული პოსტიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ ვაკანტურია. შოთაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ბრალდებულთა მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ გადადგა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.