Header Ads

loading...

„ნოვიჩოკი“, რომლითაც ბრიტანელი წყვილი მოიწამლა, ბოთლში იყო

ბრიტანელმა პოლიციელებმა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება 'ნოვიჩოკის' წყარო იპოვეს, რომლითაც ქალაქ ეიმსბერის მცხოვრებლები დაიღუპნენ. სკოტლანტ იარდში აღნიშნავენ, რომ ეს მცირე ზომის ბოთლია. ის 11 ივლისს ბრიტანელი წყვილის სახლის ჩხრეკის დროს იპოვეს. 

'მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ფლაკონში არსებული ნივთიერება სწორედაც, რომ ნოვიჩოკია', - განაცხადეს პოლიციაში. 

რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო 9 ივლისს გარდაიცვალა 44 წლის დაუნ სტარჯესი, ხოლო მისი მეუღლე ჩარლი როული გონს მოვიდა.

ამავე ნივთიერებით იყვნენ მოწამლულები დიდი ბრიტანეთის ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, რაზეც ოფიციალურმა ლონდომა პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ამის საფუძველი კი ის გახდა, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“, გავრცელებული ცნობით, სსრკ-ში შეიქმნა. რუსეთის ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფს. სკრიპალების მოწამვლა დიპლომატიური სკანდალის და დიპლომატების გაძევების საბაბად იქცა. სერგეი და იულია სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ და ისინი საავადმყოფოდანაც გაწერეს, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

ბრიტანელმა პოლიციელებმა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება "ნოვიჩოკის" წყარო იპოვეს, რომლითაც ქალაქ ეიმსბერის მცხოვრებლები დაიღუპნენ. სკოტლანტ იარდში აღნიშნავენ, რომ ეს მცირე ზომის ბოთლია. ის 11 ივლისს ბრიტანელი წყვილის სახლის ჩხრეკის დროს იპოვეს. 

"მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ფლაკონში არსებული ნივთიერება სწორედაც, რომ ნოვიჩოკია", - განაცხადეს პოლიციაში. 

რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო 9 ივლისს გარდაიცვალა 44 წლის დაუნ სტარჯესი, ხოლო მისი მეუღლე ჩარლი როული გონს მოვიდა.

ამავე ნივთიერებით იყვნენ მოწამლულები დიდი ბრიტანეთის ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, რაზეც ოფიციალურმა ლონდომა პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ამის საფუძველი კი ის გახდა, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“, გავრცელებული ცნობით, სსრკ-ში შეიქმნა. რუსეთის ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფს. სკრიპალების მოწამვლა დიპლომატიური სკანდალის და დიპლომატების გაძევების საბაბად იქცა.

სერგეი და იულია სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ და ისინი საავადმყოფოდანაც გაწერეს, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.