Header Ads

"არ დავუშვებთ, რომ ოთხოზორიას საკითხი არ იქნას განხილული გალის ფორმატში - ეს იქნება ჩვენი პრინციპული პოზიცია"

'ჩვენ არ დავუშვებთ აფხაზებმა ან რუსებმა წამოაყენონ ულტიმატუმი იმ მეტად მნიშვნელოვან, მტკივნეულ საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე',- ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის პრინციპული პოზიცია. მისივე თქმით, ქართული მხარე არ დაუშვებს, გალის ფორმატში არ იქნას განხილული ოთხოზორიას საკითხი. ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, საკომიტეტო მოსმენაც გაიმართოს.



'ჩვენი პრინციპული პოზიციაა და აქ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ არ დავუშვებთ აფხაზებმა ან რუსებმა წამოაყენონ ულტიმატუმი იმ მეტად მნიშვნელოვან, მტკივნეულ საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ოთხოზორიას საკითხი არ იქნას განხილული გალის ფორმატში, ეს იქნება ჩვენი პრინციპული პოზიცია და დარწმუნებული ვარ, ყველა არის ამ აზრზე. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხზე საკომიტეტო მოსმენაც კი ჩავატარო, იმიტომ, რომ ჩვენ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ დანაშაულზე პასუხი უნდა მოვითხოვოთ, არამედ, ამასთანავე, ჩვენი პრინციპულობით უნდა მოვახდინოთ პრევენცია იმისა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დაცულად იყვნენ და ოკუპანტებმა, აფხაზებმაც და ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამაც კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ ასეთ არაადამიანურ და არაკანონიერ ქმედებებს არ დავუშვებთ',- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.