Header Ads

ლონდონში ტრამპის ფორმის ბუშტი გამოჩნდა

ლონდონში დონალდ ტრამპის ფორმის ბუშტი გამოჩნდა. ამის შესახებ BusinessInsider-ი წერს

გიგანტური ბუშტი 6 მეტრი სიმაღლისაა. აქცია ცენტრალურ ლონდონში შეერთებული შტატების პრეზდენტის ვიზიტის წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების ფარგლებში მიმდინარეობს. 

ტრამპის ფორმის ბუშტს ხელში სმარტფონი უჭირავს და განრისხებული გამომეტყველება აქვს. 

კამპანიის ორგანიზატორებმა აქცია პერფორმანსის გასამართად დაახლოებით 30 ათასი ფუნტი სტერლინგი დახარჯეს. 

დღეს დონალდ ტრამპი დედოფალ ელისაბედ მეორეს შეხვდა. მოგვიანებით ქვეყნის პრემიერმინისტრი და აშშ-ის პრეზიდენტი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 

The Trump Baby balloon is up pic.twitter.com/V9pkO6ImtH

— Nick Eardley (@nickeardleybbc) July 13, 2018

2017 წლის მაისში, ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში მიიწვია, თუმცა ამის შემდეგ ტრამპის ვიზიტის წინააღმდეგ პეტიციას ორმა მილიონმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი. პროტესტის ტალღა მაშინ აშშ-ში საიმიგრაციო აკრძალვებს უკავშირდებოდა. 

დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას განსაკუთრებით მას შემდეგ აკრიტიკებენ, რაც მექსიკელი მიგრანტები და მათი შვილები ერთმანეთს დააშორეს. ტრამპმა 20 ივნისს აშშ-ში ჩასული უკანონო მიგრანტებისთვის შვილების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა. პოლიტიკოსებისა და ადგილობრივების ერთიანი ზეწოლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ოჯახის წევრთა დაშორება განკარგულებით აკრძალა

ლონდონში დონალდ ტრამპის ფორმის ბუშტი გამოჩნდა. ამის შესახებ BusinessInsider-ი წერს. 

გიგანტური ბუშტი 6 მეტრი სიმაღლისაა. აქცია ცენტრალურ ლონდონში შეერთებული შტატების პრეზდენტის ვიზიტის წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების ფარგლებში მიმდინარეობს. 

ტრამპის ფორმის ბუშტს ხელში სმარტფონი უჭირავს და განრისხებული გამომეტყველება აქვს. 

კამპანიის ორგანიზატორებმა აქცია პერფორმანსის გასამართად დაახლოებით 30 ათასი ფუნტი სტერლინგი დახარჯეს. 

დღეს დონალდ ტრამპი დედოფალ ელისაბედ მეორეს შეხვდა. მოგვიანებით ქვეყნის პრემიერმინისტრი და აშშ-ის პრეზიდენტი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 


The Trump Baby balloon is up pic.twitter.com/V9pkO6ImtH
— Nick Eardley (@nickeardleybbc) July 13, 2018

2017 წლის მაისში, ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში მიიწვია, თუმცა ამის შემდეგ ტრამპის ვიზიტის წინააღმდეგ პეტიციას ორმა მილიონმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი. პროტესტის ტალღა მაშინ აშშ-ში საიმიგრაციო აკრძალვებს უკავშირდებოდა. 

დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას განსაკუთრებით მას შემდეგ აკრიტიკებენ, რაც მექსიკელი მიგრანტები და მათი შვილები ერთმანეთს დააშორეს. ტრამპმა 20 ივნისს აშშ-ში ჩასული უკანონო მიგრანტებისთვის შვილების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა. პოლიტიკოსებისა და ადგილობრივების ერთიანი ზეწოლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ოჯახის წევრთა დაშორება განკარგულებით აკრძალა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.