Header Ads

loading...

ყველამ ბოდიში მოიხადოს, როდესაც ჩემ მილიონსა და ჩანაწერებზე საუბრობს – გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე

კოალიცია “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა გუბაზ სანიკიძემ მის სახლში უკანონოდ ჩაწერილ იმ საუბრებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომელშიც ის ამბობს, რომ მილიონი უნდა იშოვოს.

გუბაზ სანიკიძის თქმით, ყველა, ვინც ამ ჩანაწერზე ეკითხება ბოდიში უნდა მოუხადონ, რადგან უნებლიედ ისინიც ხდებიან იმ უკანონობის მონაწილე, რაც მის სახლში განხორციელდა, როდესაც მოსასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს და მისი პრივატული საუბრები ჩაწერეს.

“ჯერ ერთი, ადამიანს ვინმემ დაუშალა, რომ ფული იშოვოს? მეორეც, იმ ჩანაწერში ძალიან ცხადად ჩანს, სადაც მე ვამბობ, რომ პოლიტიკას უნდა დავანებო თავი და უნდა ვიშოვო მილიონი. დაანებონ თავი ჩემ ოჯახში ტრიალს, არსებობს ადამიანისთვის პრივატული სამყარო და გარემო, ეს ჩემი პრივატული არეალია. ყველამ ბოდიში მოიხადოს, როდესაც ჩემ მილიონსა და ჩანაწერებზე საუბრობს, იმიტომ, რომ ვინც ამას იმეორებს თანამონაწილე ხდებით იმ უკანონობის, რაც აქ მოხდა. ეს ჩანაწერი, სადაც მილიონის შოვნაზე ვსაუბრობ, მგონი იმ დროს არის ჩაწერილი, როცა ბიძინა უკვე გამოჩენილია, არ ვიცი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.”– განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “იბერია”-ს გადაცემაში “ინტერვიუ ვანიჩკასთან.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.