Header Ads

ზვიად კუპრავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს

ზვიად კუპრავა

ზვიად კუპრავამ საგამოძიებო უწყების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იკითხებოდა.

ზვიად კუპრავა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და მას აბსურდულს უწოდებს. კუპრავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 366-ე მუხლითაა აღძრული, რაც სასამართლოს მიმართ უპატივცემულობას გულისხმობს.

იყო კითხვები, რომლებიც შემხებლობაში იყო აღნიშნულ საქმესთან. მაგრამ იყო კითხვები, რომელსაც ბესელია და კილაძე სვამდა საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, რომელიც საერთოდ არ იყო შემხებლობაში საქმესთან. საქმესთან დაკავშირებით პროკურორი მეკითხებოდა მე მივაყენე თუ არა შეურაცხყოფა მოსამართლე თავართქილაძეს, რომელიც იხილავდა ჩემს საქმეს და ჩემი პასუხი იყო ცალსახა, რომ მე მოსამართლისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია -ამბობს კუპრავა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.