Header Ads

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე 40 წლის რუსუდან ლუქხუტაშვილი დააკავეს.

მას ბრალად ედება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა, შემთხვევა ოკუპირებული ზნაურის სოფელ ბალთასთან მოხდა. რუსუდან ლუქხუტაშვილი რუსთავის მცხოვრებია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ევროკავშირის მისიაც ინფორმირებულია. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.