Header Ads

წაღებულია სახლები, ექვსი ხიდი სტიქიისგან განადგურებულ ჭუბერში მთავრობის წევრები იმყოფებიან

სოზარ სუბარი

სტიქიისგან განადგურებული ჭუბერი მთავრობის წევრებმა მოინახულეს. მინისტრები მაღალმთიან სოფელში არსებულ ვითარებას და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნენ.

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, სტიქიის შედეგად სახლები დაზიანდა, რამდენიმე კი მთლიანად წაღებულია.

„21 სახლია, რომელსაც ასეთი საფრთხე შეექმნა, მათ შორის 7-დან 9-ნდე არის მძიმე მდგომარეობაშია,“- განაცხადა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა.

სტიქიის ზონაში იმყოფება ინფრასტრუქტურის მინისტრიც. მაია ცქიტიშვილის თქმით, წაღებულია ექვსი ხიდი. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ხიდების აღდგენითი სამუშაოები ვერ იწყება, თუმცა პროექტირება მიმდინარეობს.

„ჩვენ გვაქვს დროებითი ხიდის კონსტრუქცია, რომლის ადგილის შერჩევა ახლა ამ ეტაპზე ხორციელდება. განიერი კალაპოტია მდინარის და მარტივი არ არის ხიდის კონსტრუქციის ისე განთავსება, რომ მასაც წაღების საფრთხე არ დაემუქროს,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ტემპერატურის მატების პარალელურად დნობის პროცესი იმატებს და მდინარის კალაპოტში წყლის დონე იმატებს.

„მნიშნველოვანია, რომ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი, რომელიც საჭიროა, ჩართული იყოს ასეთ საგანგებო დროს, ჩართული და მობილიზებულია,“- განაცხადა დავითაშვილმა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.