Header Ads

კატეგორიულად გამორიცხავ, რომ შალვა თადუმაძე პოლიტიკურად ანგაჟირებული გახდეს-გია ვოლსკი

გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მთავარ პროკურორად მხარს შალვა თადუმაძისკანდიდატურას უჭერს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, კატეგორიულად გამორიცხავს იმას, რომ შალვა თადუმაძე მისი პათოსისა და საკითხებისადმი დამოკიდებულებით პოლიტიკურად ანგაჟირებული გახდეს.

„როცა საქმე ჩემს არჩევანზე მიდგება, მხარს შალვა თადუმაძეს დავუჭერდი, რადგან იმ პოლიტიკური გუნდის წევრია, სადაც პოლიტიკურ მიკერძოვებაზე უფრო მაღლა სამართლის გატარებისა და სამართლის დამკვიდრების მოთხოვნა დგას, რაც ამ გუნდმა არაერთხელ დაადასტურა. თადუმაძეს გუნდთან გარკვეული კავშირი აქვს, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. მას 2011 წლიდან ვიცნობ, როგორც პრინციპულს, სამართლის მოყვარეს საკმაოდ ხისტს ადამიანს იმასთან დაკავშირებით, რასაც სამართლის დაცვა ჰქვია. შალვა შავგულიძეს ყოველთვის კარგი მხრიდან ვიცნობდი, თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან მძიმე პოზიციაზე გადავიდა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანად ჩამოყალიბდა. მესამე კანდიდატურას არ ვიცნობ. შალვა შავგულიძეს დაკარგული აქვს სამართლიანობის შეგრძნება, როცა საკითხები მის პოლიტიკურ გუნდს ეხება”, – განაცხადა ვოლსკი.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.