Header Ads

აშშ-მა რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებს ამერიკულ არჩევნებში ჩარევისთვის ბრალი წაუყენა

აშშ-ში უმაღლესმა ჟიურიმ რუსეთის 'გრუ'-ს (სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო) 12 თანამშრომელს ამერიკულ არჩევნებში ჩარევაში დასდო ბრალი. ამის შესახებ აშშ-ის გენერალური პროკურორის მდივანმა როდ როზენსტაინმა განაცხადა. 

როზენსტაინის თქმით, მათ ბრალად ედებათ კიბერთავდასხმები დოკუმენტების მოპარვის მიზნით და ასევე მათი შემდგომი გასაჯაროება. ჰაკერები ფსევდონიმი DC Leaks-ის და Guccifer 2.0-ის სახელებით მოქმედებდნენ.

ბრალდებულების სახელებია: ვიქტორ ნეტიშკო, ბორის ანტონოვი, დიმიტრი ბადინი, ივან ერმაკოვი, ალექსეი ლუკაშევი, სერგეი მორგაჩოვი, ნიკოლაი კოზაჩეკი, პაველ ერშოვი, არტემ მალიშევი, ალექსანდრ ოსადჩუკი, ალექსეი პოტიომკინი და ანატოლი კოვალიოვი აშშ რუსეთს კიბერთავდასხმების და პროპაგანდისტული კამპანიის საშუალებით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობას ედავება​. რუსეთი არჩევნებში ჩარევის ყველანაირ მცდელობას უარყოფს. 2018 წლის თებერვალში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ბრალი წაუყენა „ტროლების ფაბრიკის“ (რუსული „ინტერნეტ-კვლევების სააგენტო“) 13 წარმომადგენელს, რომლებიც როგორც ამტკიცებენ, „2016 წლის არჩევნების წინა დღეს საზოგადოებაში განხეთქილების გაჩენის მიზნით“ სოცქსელებში კამპანიებს აწარმოებდნენ. 2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს. გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი. პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში ეს შეიძლება მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.