Header Ads

"ველოტრასა გვაქვს ერთ ქუჩაზე, რომელსაც კაციშვილი არ იყენებს და ქალიშვილობის ინსტიტუტი, რომელსაც ქალიშვილი არ იყენებს…"

ლევან ღამბაშიძე წერს ქართული პარადოქსების შესახებ. მისი დღევანდელი პოსტი ძალიან აქტუალურია სოციალურ ქსელში, ასე რომ, მას უცვლელად გთავაზობთ.

'ბიჭო, ხო სრული ქაოსია, ყოფილ პრემიერს პარტიიდან აგდებენ, ყოფილ პრეზიდენტს ქვეყნიდან, ხეებს ტყეებიდან, ჩიტებს ბუდეებიდან და მდინარეებს კალაპოტიდან, ინაშვილი, მარშანია და კვიციანი პარლამენტში არიან, გამომძიებელმა საქმის გამოძიება არ იცის და პროკურორმა პროკურორობა, მდიდარი ქისტიანული ეკლესია გვაქვს, მერი იმიტომ აირჩიეს ლ გამოასწორაო, ზაფხულში სიცხე გვიკვირს და ზამთარში სიცივე, შსს მინისტრი ბოდიშებით შლის მიტინგებს და მემარცხენეები მილიარდერზე მუშაობენ, ველოტრასა გვაქვს ერთ ქუჩაზე, რომელსაც კაციშვილი არ იყენებს და ქალიშვილობის ინსტიტუტი, რომელსაც ქალიშვილი არ იყენებს&hellip,



და აი, ამ და სხვა აურაცხელი უცნაურობის ფონზე დარენ არანოვსკიმ გადაწყვიტა შვებულება საქართველოში გაატაროს'.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.