Header Ads

პრეზიდენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის ერთ-ერთ წევრს წარმატებებს უსურვებს

„მინდა დადებითად გამოვეხმაურო მიხეილ ბატიაშვილის განათლების მინისტრად დასახელებას. ვიცი, რომ შეიძლება მისი სახელი მაინც და მაინც ცნობილი არ არის პოლიტიკურ წრეებში, მაგრამ მე ვიცნობ, მიმუშავია მასთან რიგ პროექტებზე და მხარს ვუჭერ. იმედი მაქვს მას ექნება წარმატება ამ მიმართულებით“, - ამის შესახებ, ბათუმში აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატურაზე კონსულტაციების გასამართად ჩასულმა პრეზიდენტმა განაცხადა.

თავად გიორგი მარგველაშვილი განათლების სისტემას 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 11 მაისამდე ხელმძღვანელობდა, ვიდრე  კოალიცია ქართული ოცნება მას პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებდა.

გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მთავრობის ახალ შემადგენლობაში დარჩენაც შეაფასა და განაცხადა, რომ ის  არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას იზიარებს.

„მე ფაქტად ვხედავ, რომ სასამართლო ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისათვის ერთ-ერთი არააქტიური ნაწილია და აქ მინისტრის წვლილი გასათვალისწინებელია. მიმაჩნია, რომ სერიოზული უკმაყოფილებების ტალღა, ის ტრაგიკული ისტორიები, რომელსაც ერთი თის წინ ვისმენდით რუსთაველზე, არ არის მარტო სარალიძის საქმე. ეს იყო ათობით ადამიანის ტრაგიკული საქმე. არ უნდა სჭირდებოდეს დაზარალებულს ღამეების თენება პროკურატურასთან, ან შსს-სთან. აქედან გამომდინარე, ვიზიარებ სულისკვეთებას, რომ ამ მიმართულებით რადიკალური ზომები იყო გასატარებელი“, - განმარტავს პრეზიდენტი.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 ივლისს მცირე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახეა: განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მესამე მოსმენით 5 ივლისს დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდა.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.