Header Ads

ნიკა მელია პარლამენტში ძალოვან მინისტრებს დაუპირისპირდა



პარლამენტი მცირე მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად ემზადება. დღეს მინისტრობის კანდიდატები საკომიტეტო მოსმენებზე, ასევე ფრაქციებთან, უმცირესობასა და უმრავლესობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. ამ წუთებში პრემიერი თავის გუნდთან ერთად, საპარლამენტო უმცირესობას ხვდება. მანამდე შეხვედრა გაიმართა ორ ოპოზიციურ ფრაქციასთან. ყველაზე ხმაურიანი, ტრადიციულად, ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრა იყო, რომელზეც, ასევე ტრადიციულად, ნიკა მელია აქტიურობდა.
მას სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა თავდაცვის, ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატებთან.
პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი კომიტეტების და ფრაქციების დონეზე მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 ივლისს მცირე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.
მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახეა: განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მესამე მოსმენით 5 ივლისს დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდა.
მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.
წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.