Header Ads

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სურსათის მწარმოებელი მცირე და საშუალო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ააიპ „სამანი“-მ პირველი ტრენინგი ჩაატარა

ევროკავშირი

2018 წლის 4 ივლისს,  ქ. სამტრედიაში,  სოფ. დიდ ჯიხაიშში,  ნიკო  ნიკოლაძის  სახლ-მუზეუმში, ააიპ „სამანი“-მ  ჩაატარა პირველი ტრენინგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სურსათის მწარმოებელი მცირე და საშუალო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის. აღნიშნული ტრენინგის თემას წარმოადგენდა ღრმა  და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) და მასთან დაკავშირებული სურსათის უვნებლობის რეგულაციები. ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი (ISET-PI), ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) და ასოციაცია ათინათი (ATINATI).

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში.პროექტს  ახორციელებს ააიპ „სამანი“.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.