Header Ads

შეიარაღებულ ძალებში სნაიპერული შაშხანიდან სროლის ტურნირი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სნაიპერული შაშხანიდან სროლის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სასროლეთზე ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 10 გუნდი მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ტურნირის I ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებს 100, 200 და 300 მეტრიანი დისტანციის დაძლევა მოუხდათ. II და III ეტაპზე გადასული გუნდები უკვე 400-დან 900 მეტრამდე  დისტანციებზე სროლაში შეეჯიბრნენ. გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალურად შეგროვებული ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით გამოვლინდნენ.

ტურნირში I და II ადგილი რეინჯერთა ბატალიონმა აიღო, ხოლო მესამე ადგილი IV მექანიზებული ბრიგადის გუნდმა დაიკავა.  II და III ადგილებზე გასულ ქვედანაყოფებს და სამხედროებს შესაბამისი მედლები და სიგელები, პირველ ადგილზე გასულ ქვედანაყოფს და 2 სამხედროს კი, სიგელებთან ერთად ჩემპიონატის თასიც გადაეცათ.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.