Header Ads

კვირიკაშვილი ოცნების პოლიტსაბჭოში აღარ არის

გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებიდან რამდენიმე დღეში გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდანაც გაქრა. დატოვა თუ დაატოვებინეს ყოფილ პრემიერს მმართველი პარტიის მთავარი პოლიტიკური სათათბირო, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს განმარტებებს აკეთებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში მოხდა ჩანაცვლება და ყოფილ პრემიერს ახლანდელი შეცვლის. თამარ ჩუგოშვილი ამბობს იმასაც, რომ პოლიტსაბჭოს დატოვების გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილმა თავად მიიღო.

„მმართველ ორგანოში ბუნებრივია, რომ შესაბამისი ჩანაცვლება მოხდება და ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეცვლის ახალი პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ, რაც ჩემი აზრით ლოგიკური გადაწყვეტილება არის.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევდა, რომ მისი და ქართული ოცნების ხედვა აღარ ემთხვეოდა, შესაბამისად გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ მართებულია.

„ის არ წასულა ისე, რომ მას ჰქონდა შეგრძნება იმის რომ ის ბოლომდე გაგებულია და მისი დამოკიდებულება მისი გაგებით არის აბსოლუტურად ადეკვატური. მგონი ასეთი განცხადებით წავიდა ეს,“-განაცხადა რომან კაკულიამ.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.