Header Ads

loading...

სასამართლომ პრინც ჯორჯზე თავდასხმის მოწოდებისთვის დაკავებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ სოციალურ ქსელებში პრინც ჯორჯზე თავდასხმის მოწოდებისა და ტერაქტის მომზადების რეკომენდაციების გავრცელებისთვის 32 წლის ჰუსეინ რეშიდს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

„თქვენ გაავრცელეთ პრინც ჯორჯის სკოლის დასახელება და მისამართი, ასევე მისი ფოტო და მუქარა, რომელიც სამეფო ოჯახის წევრებმა აღიქვეს, როგორც რეალური“, - განაცხადა მოსამართლე ენდრიუ ლიზმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

სამეფო ოჯახის წინააღმდეგ მიმართული მუქარის შემცველი გზავნილები შეტყობინებების საიდუმლო სერვის Telegram-ზე გამოჩნდა. ცნობილი ფაქტია, რომ ექსტრემისტები Telegram-ს იყენებენ, რადგან ანონიმურობის დაცვა შესაძლებელია და შეტყობინების ავტორის ადგილმდებარეობას არ აჩვენებს.

მაისის ბოლოს სასამართლო პროცესზე ჰუსეინ რეშიდმა აღიარა, რომ ის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია. მანვე თქვა რომ Telegram-ის სპეციალურ ჯგუფში ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს ღიად მოუწოდა ტერაქტებისკენ, მათ შორის 4 წლის პრინც ჯორჯზე თავდასხმისკენ.

დაკავებულს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ტერორისტული აქტების მოწყობის წახალისებაც ედება ბრალად. რეშიდი სირიაში წასვლასაც გეგმავდა.

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ სოციალურ ქსელებში პრინც ჯორჯზე თავდასხმის მოწოდებისა და ტერაქტის მომზადების რეკომენდაციების გავრცელებისთვის 32 წლის ჰუსეინ რეშიდს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

„თქვენ გაავრცელეთ პრინც ჯორჯის სკოლის დასახელება და მისამართი, ასევე მისი ფოტო და მუქარა, რომელიც სამეფო ოჯახის წევრებმა აღიქვეს, როგორც რეალური“, - განაცხადა მოსამართლე ენდრიუ ლიზმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

სამეფო ოჯახის წინააღმდეგ მიმართული მუქარის შემცველი გზავნილები შეტყობინებების საიდუმლო სერვის Telegram-ზე გამოჩნდა. ცნობილი ფაქტია, რომ ექსტრემისტები Telegram-ს იყენებენ, რადგან ანონიმურობის დაცვა შესაძლებელია და შეტყობინების ავტორის ადგილმდებარეობას არ აჩვენებს.

მაისის ბოლოს სასამართლო პროცესზე ჰუსეინ რეშიდმა აღიარა, რომ ის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია. მანვე თქვა რომ Telegram-ის სპეციალურ ჯგუფში ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს ღიად მოუწოდა ტერაქტებისკენ, მათ შორის 4 წლის პრინც ჯორჯზე თავდასხმისკენ.

დაკავებულს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ტერორისტული აქტების მოწყობის წახალისებაც ედება ბრალად. რეშიდი სირიაში წასვლასაც გეგმავდა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.