Header Ads

სამხარაულის ექსპერტებმა ვერ უთხრეს კომისიას, რამდენი დანა ფიგურირებს მოზარდების მკვლელობაში

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებს კითხავენ. საგამოძიებო კომისია დაინტერესდა, თუ რამდენი დანა ფიგურირებდა მოზარდების მკვლელობის საქმეში, რაზეც ექსპერტებმა კონკრეტული პასუხი ვერ გასცეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ იკითხა, სულ რამდენი დანა იყო გამოყენებული მკვლელობის დროს, რაზეც ექსპერტებმა უპასუხეს: 'ეგეთ კითხვაზე ჩვენ კონკრეტულ პასუხს ვერ გავცემთ. რამდენ საგანზეა ლაპარაკი, ეს შეუძლებელია.'

„ნებისმიერი ჩვენი ექსპერტიზა არის გარკვეული პაზლის ნაწილი, რომელსაც ვაძლევთ გამოძიებას და იმან უნდა გამოიყენოს ეს მონაცემები. გარდა ჩვენი სამედიცინო კრიმინალისტური თუ ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ქიმიური, ბიოლოგია, გენეტიკა და ა.შ. ამ მონაცემებს როცა ღებულობს გამომძიებელი, აქედან გამომდინარე მას შეუძლია უფრო კონკრეტულად გავიდეს გარკვეულ საგანზე. ვიდრე ჩვენ. ჩვენ შეგვიძლია თითქმის 100 პროცენტით ვუთხრათ გამოძიებას, რომ წარმოდგენილ დანას აქ არ უმოქმედია საერთოდ და გამოგვერიცხა რომელიმე. მაგალითად, მხოლოდ მეორე დანა რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, ბევრ ჭრილობაში დავწერეთ, რომ აქ ეს დანა ნამდვილად არ მოქმედებდა”, – განაცხადა ექსპერტმა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს გიორგი მაღრაძეს ჰკითხეს, თუ რამდენად შესაძლებელია 10-სანტიმეტრიან დანას უფრო მეტი - 12-სანტრიმეტრიანი ჭრილობა მიეყენებინა. საუბარია დავით სარალიძისთვის მიყენებულ ჭრილობაზე. ექსპერტმა გიორგი მაღრაძემ თქვა, რომ ეს შესაძლებელია და ამის მიზეზიც განმარტა.

საგამოძიებო კომისიამ უკვე გამოკითხა მოკლული მოზარდების მშობლები, საქმის პროკურორი, შსს-ს წარმომადგენლები, აქტივისტი ზვიად კუპრავა, ასევე 51-ე სკოლის მოსწავლეეები, რომლებიც შემთხვევის დროს ფარდულში იყვნენ და სკოლის მანდატურები. 

დღეის მდგომარეობით, კომისიამ საქმეზე ორი რეკომენდაცია გასცა. 

საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებს კითხავენ. საგამოძიებო კომისია დაინტერესდა, თუ რამდენი დანა ფიგურირებდა მოზარდების მკვლელობის საქმეში, რაზეც ექსპერტებმა კონკრეტული პასუხი ვერ გასცეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ იკითხა, სულ რამდენი დანა იყო გამოყენებული მკვლელობის დროს, რაზეც ექსპერტებმა უპასუხეს: "ეგეთ კითხვაზე ჩვენ კონკრეტულ პასუხს ვერ გავცემთ. რამდენ საგანზეა ლაპარაკი, ეს შეუძლებელია."

„ნებისმიერი ჩვენი ექსპერტიზა არის გარკვეული პაზლის ნაწილი, რომელსაც ვაძლევთ გამოძიებას და იმან უნდა გამოიყენოს ეს მონაცემები. გარდა ჩვენი სამედიცინო კრიმინალისტური თუ ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ქიმიური, ბიოლოგია, გენეტიკა და ა.შ. ამ მონაცემებს როცა ღებულობს გამომძიებელი, აქედან გამომდინარე მას შეუძლია უფრო კონკრეტულად გავიდეს გარკვეულ საგანზე. ვიდრე ჩვენ. ჩვენ შეგვიძლია თითქმის 100 პროცენტით ვუთხრათ გამოძიებას, რომ წარმოდგენილ დანას აქ არ უმოქმედია საერთოდ და გამოგვერიცხა რომელიმე. მაგალითად, მხოლოდ მეორე დანა რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, ბევრ ჭრილობაში დავწერეთ, რომ აქ ეს დანა ნამდვილად არ მოქმედებდა”, – განაცხადა ექსპერტმა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს გიორგი მაღრაძეს ჰკითხეს, თუ რამდენად შესაძლებელია 10-სანტიმეტრიან დანას უფრო მეტი - 12-სანტრიმეტრიანი ჭრილობა მიეყენებინა. საუბარია დავით სარალიძისთვის მიყენებულ ჭრილობაზე. ექსპერტმა გიორგი მაღრაძემ თქვა, რომ ეს შესაძლებელია და ამის მიზეზიც განმარტა.

საგამოძიებო კომისიამ უკვე გამოკითხა მოკლული მოზარდების მშობლები, საქმის პროკურორი, შსს-ს წარმომადგენლები, აქტივისტი ზვიად კუპრავა, ასევე 51-ე სკოლის მოსწავლეეები, რომლებიც შემთხვევის დროს ფარდულში იყვნენ და სკოლის მანდატურები. 

დღეის მდგომარეობით, კომისიამ საქმეზე ორი რეკომენდაცია გასცა. 

საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.