Header Ads

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ქსელის მომხმარებელს საფრთხეზე მიუთითებს

„რომელ კინოვარსკვლავს ჰგავხართ? ვინ იყავით წინა ცხოვრებაში? 90-იანების რომელი სიმღერა შეგეფერებათ?- თუ ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ასეთი ტესტი Nametests-ისგან, მილიონობით სხვა ფეისბუქ მომხმარებელთან ერთად თქვენი მონაცემებიც შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ტესტების პოპულარულმა აპლიკაციამ, რომლის მომხმარებლის რაოდენობა თვეში 120 მილიონს აღწევს, მათი პერსონალური მონაცემები მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომი გახადა“, - ამ საფრთხის შესახებ პერსონალური დაცვის ინსპექტორი სოციალური ქსელის მომხმარებელს ინფორმაციას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აწვდის.

იქვე ქვეყნდება რჩევა, როგორ დავიცვათ თავი ჩვენი მონაცემების კომპრომეტირებისგან.

„პირველ რიგში შედით თქვენი Facebook-ის გვერდზე აპლიკაციების განყოფილებაში და წაშალეთ აპლიკაციები, რომლესაც აღარ იყენებთ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან შესაბამისი ინსტრუქციაც ახლავს.

ჯერ კიდევ მაისში Facebook-მა 200 აპლიკაცია წაშალა. მიზეზი სოცქსელის მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. 

Facebook-ის 14 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.