Header Ads

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდინარე ვერეზე საფეხმავლო ხიდი გაიხსნა

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდი თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა.რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში ხიდზე გამოიცვალა ასფალტის საფარი, გამაგრდა ბურჯები და გარდამავალი ფილა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების გარდა, შეიღება მოაჯირები, ხოლო „თბილსერვის ჯგუფმა“ განაახლა განათების სისტემა. გარდა ამისა, კეთილმოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები, აღდგა დაზიანებული კიბეები და დამცავი კედლები ფილებით მოპირკეთდა.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხიდის რეაბილიტაციისთვის 515 515 ლარი დაიხარჯა, ხოლო ხიდის მოპირკეთება, ახალი განათების სისტემით აღჭურვა და სხვა კეთილმოწყობითი ღონისძიებები ჯამში 200 000 ლარამდე დაჯდა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.