Header Ads

"მოკლედ, ორი დღეა ამაზე ვიცინი და გადავწყვიტე მაინც გაგიზიაროთ ამ სიცხეში. სახელებს შევცვლი..."

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სასაცილო ისტორიას ჰყვება.

'მოკლედ, ორი დღეა ამაზე ვიცინი და გადავწყვიტე მაინც გაგიზიაროთ ამ სიცხეში. სახელებს შევცვლი და ისე მოგიყვებით სიტუაციას:



ჩემს სანაცნობოში მოხდა ცოტა ხნის უკან. ერთერთ სპორტულ კომპლექსში მორუსო ქალი მუშაობდა მასაჟისტად. მაღალი, ტანადი, ასე ორმოცდაათი წლის იქნებოდა ლუდა, 'ზღარბად' დაყენებული თმებით. მკაცრი რუს-ქართველა დეიდები რომ შეგხვედრიათ, რომელთაც მუდამ ზრდილობიანად ოფიციალური რომ უჭირავთ, ასეთი იყო.



ერთ მშვენიერ დღეს ლუდას მორიგი კლიენტი ესტუმრა კაბინეტში. ორმეტრიანი, მთასავით კაცი, იქნებოდა ასე ორმოცდაათს გადაცილებული, შეჭაღარავებული ბატონი დავითი. ძლივს დაეტია მასაჟის მაგიდაზე. მუცელზე დაწოლა მოსთხოვა და დაუწყო ზურგის დამუშავება.



მოკლედ, გავიდა სეანსისთვის განკუთვნილი დრო და ნახევარი საათის შემდეგ მასაჟისტმა გადმოაბრუნა ბატონი დავითი. თუმცა, ჰოი, საოცრებავ! მის წელს ქვემოთ უზარმაზარი ანძა აღმართულიყო! ვინ დადებს ახლა თავს, რა იფიქრა პირველივე, მაგრამ პატიოსანი ქალის ამპლუაში მყოფმა ლუდამ თვალი მოარიდა და ის იყო, ჩაილაპარაკა - ჩაიცვითო, რომ ხელზე მოქაჩეს: მოიცა, მოიცაო! როგორც ააყენე, ეგრეც დააწყნარეო!



იკივლა ლუდამ, ძალით გაითავისუფლა თავი და გაიქცა დირექტორის კაბინეტში! ეს გარეწარი, ეს უნამუსო, ეს როგორ მაკადრაო! მეორეჯერ თუ ამას აქ შემოუშვებთ, მე სამსახურიდან მივდივარო! ყვიროდა, კიოდა შეურაცხყოფილი ქალი... დირექტორი, ბატონი ზურაბი, ძველი თბილისელი მოქეიფე და მოგრიალე კაცი ოლიმპიური სიმშვიდით, ჩუმად უსმენდა. და როდესაც ლუდა ცოტა დაწყნარდა, ეუბნება: აბა, რა გეგონა, ჩემო კარგო, როგორც ააყენე, ისე უნდა მიგეხედაო!



ახლა დირექტორს დაუწყო ლანძღვა ლუდამ. და როდესაც ეს ვაი-ვიში მორჩა და შედარებით დამშვიდებული სამასაჟოში დაბრუნდა, იქ ასეთი სურათი დახვდა: ბატონი დავითი კვლავინდებურად იწვა და მოთმინებით ელოდა დირექციის გადაწყვეტილებას.



ფინალი ჩემთვის უცნობია, თქვენი ფანტაზიისთვის მომინდია.'

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.