Header Ads

ივანე მაჭავარიანი სამინისტროში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი სამინისტროში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრის მოქმედი მოადგილეები კვალიფიციურები არიან.

„ამ ეტაპზე საერთოდ არ ვფიქრობ საკადრო გადაადგილებაზე. ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება მცირე მთავრობის კონცეფციისკენ', - განაცხადა მაჭავარიანმა. 

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია კი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს შეცვლის თუ არა მოადგილეებს. „ორი დღეა რაც ჩამოვედი. ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით. პირველი ამოცანა სისტემური ანალიზია, რომ ვიცოდეთ საით მივდივართ', - აცხადებს ქობულია.

პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების ორი სხდომა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ერთზე ძალოვანი უწყების მომავალ ხელმძღვანელებს მხარი დაუჭირეს. მეორეზე ეკონომიკური გუნდის ახალ შემადგენლობას უსმენენ. საკომიტეტო მოსმენა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ივანე მაჭავარიანის გამოსვლით დაიწყო.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი სამინისტროში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრის მოქმედი მოადგილეები კვალიფიციურები არიან.

„ამ ეტაპზე საერთოდ არ ვფიქრობ საკადრო გადაადგილებაზე. ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება მცირე მთავრობის კონცეფციისკენ", - განაცხადა მაჭავარიანმა. 

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია კი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს შეცვლის თუ არა მოადგილეებს. „ორი დღეა რაც ჩამოვედი. ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით. პირველი ამოცანა სისტემური ანალიზია, რომ ვიცოდეთ საით მივდივართ", - აცხადებს ქობულია.

პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების ორი სხდომა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ერთზე ძალოვანი უწყების მომავალ ხელმძღვანელებს მხარი დაუჭირეს. მეორეზე ეკონომიკური გუნდის ახალ შემადგენლობას უსმენენ. საკომიტეტო მოსმენა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ივანე მაჭავარიანის გამოსვლით დაიწყო.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.