Header Ads

loading...

საქართველოში აზიური ფაროსანას სავარაუდო ბიოლოგიური მტერი აღმოაჩინეს

სამეგრელოს რეგიონში აზიური ფაროსანას შესაძლო ბიოლოგიური მტერი აღმოაჩინეს. ამის შესახებ რადიო „იმედის“ გადაცემა ეკონომიქსში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ მთავარმა ფიტოსანიტარმა ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ სამეგრელოს რეგიონში სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ფაროსანას დაპარაზიტებული კვერცხები, საიდანაც გამოფრინდა მწერი, რომელმაც თავის მხრივ დააპარაზიტა ფაროსანა. მწერის მონაცემები გადაგზავნილია იტალიაში და პასუხი სავარაუდოდ თვის ბოლოს იქნება.

„დადებითი პასუხის შემთხვევაში, ამ მწერს საქართველოს ლაბორატორიებში ხელოვნურად გავამრავლებთ და ბუნებაში გავუშვებთ. ბუნება კი თავად გაუსწორდება მავნებელს და ეს იმას ნიშნავს, რომ ქიმიური პრეპარატების გამოყენება საჭირო აღარ იქნება', - განაცხადა ლიპარტიამ.

რაც შეეხება ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაწყებულ ღონისძიებების შედეგებს, მისი თქმით, მავნებლის პოპულაცია შემცირდა და შედეგად ფერმერების ზარალი გაცილებით ნაკლები იქნება ვიდრე გასულ წელს.

გასულ წელს მავნებელმა განსაკუთრებით ფერმერები დააზარალა. დასავლეთ საქართველოში მოსახლეობამ თხილის გამო 60-დან 80 მილიონ დოლარამდე იზარალა. მავნებელთან ბრძოლა წელს უფრო ადრე დაიწყო. საქართველოს ბიუჯეტიდან ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებისთვის 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. ასევეა დონორების დახმარებაც. ფაროსანას სამიზნე ისევ სამეგრელო, გურია და იმერეთია. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.