Header Ads

კიბოს წარმოქმნის რისკის მქონე თოჯინებით ვაჭრობისთვის წყვილი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს და დააპატიმრეს წყვილი, რომელიც დისნეის ტოქსიკურ თოჯინებს ყიდდა.

ექსპერტიზამ აჩვენა, რომ პრინცესა ელზას თოჯინებში ქიმიკატების დონე 2 ათასჯერ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს.

38 წლის ლი სკალი და 40 წლის ტრეისი კოკბილი ერთი შეხედვით უსაფრთხო საქმიანობით სათამაშოების ონლაინ-გაყიდვებით იყვნენ დაკავებულები. თუმცა, რამდენიმე მშობელმა ბავშვებში გამოვლენილი ალერგიული რეაქციების შესახებ დაიჩივლა, რაც სწორედ მათთან შეძენილ სათამაშოებთან კონტაქტის შემდეგ გამოვლინდა. ლიმ და ტრეისიმ წაუყრუეს ამ ონლაინ საჩივრებს და ოჯახური ბიზნესი გააგრძელეს. აღშფოთებულმა მშობლებმა მომხდარი ისე არ დატოვეს და თოჯინები ექსპერტიზაზე გააგზავნეს. ექსპერტები კი შოკში ჩავარდნენ, როდესაც ყველა იმ ნივთიერების მაჩვენებელი გამოიკვლიეს, რომელიც აღნიშნულ თოჯინებში იყო. აღმოჩნდა, რომ მთელი პროდუქცია ისეთ ნივთიერებას, phthalate-ს შეიცავდა, რომელიც პლასტმასის სათამაშოებს მეტ პლასტიურობას სძენს, მაგრამ უაღრესად საშიში და ტოქსიკურია. როგორც ექპერტებმა ახსნეს, ეს მომწამვლელი ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში-ფილტვებში, სისხლძარღვებში აღწევს და იოლად შეიძლება სიმსივნის წარმოქმნაც კი გამოიწვიოს, ასევე იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს, ალერგიულ რეაქციებს, ასთმას.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ელეინ კოსტიგანმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარიც გააკეთა: გამაოგნებელია, რომ ეს წყვილი საშიში სათამაშოების გაყიდვას რამდენიმე საჩივრის შემდეგაც აგრძელებდნენ. ბავშვების ჯანმრთელობაზე საერთოდ არ ფიქრობდნენ. იმედია, ამ წყვილის დაპატიმრება იქნება კარგი მესიჯი იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ მსგავსი პროდუქციის გაყიდვა მათთვის სარისკო არ არის.

სასამართლომ, შხამიანი პროდუქციით მოვაჭრეებს, ჯერჯერობით წინასწარი პატიმრობა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ მათ თავად, სამი შვილი ჰყავთ.



წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.