Header Ads

Facebook-მა კადრების დასაქმების მრავალფეროვნების შესახებ ანგარიში წარადგინა

Facebook-მა კომპანიაში კადრების დასაქმების მრავალფეროვნების შესახებ ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ The Verge-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, ვითარება ნელი ტემპით იცვლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ  სოცქსელი ქალებისა და უმცირესობების დასაქმების კუთხით კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ზედა რგოლში ქალების დასაქმების წილი გასული წლის განმავლობაში 2%-ით, 30%-მდე გაიზარდა, რა დროსაც მსოფლიო მასშტაბით კომპანიაში ამ მხრივ 1,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მაჩვენებელმა 36,3%-ს მიაღწია. 

რაც შეეხება კომპანიაში ფერადკანიანთა დასაქმების წილს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მაჩვენებელი 2%-დან 4%-მდე გაიზარდა. 

მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა Facebook-ი მაინც რჩება კომპანიად, რომელშიც დასაქმებულების დიდი ნაწილი მაინც მამრობითი სქესი, ძირითადად თეთრკანიანები არიან. 

კომპანიაში დასაქმებულების მრავალფეროვნების გარდა Facebook-ის 14 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.