Header Ads

FIFA-ს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მუნდიალი ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო იყო

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) ხელმძღვანელმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთის მუნდიალი ჩემპიონატის ისტორიის მანძილზე, საუკეთესო გამოდგა. ამის შესახებ 'მატჩ ტვ' წერს. 

ინფანტინოს თქმით, ტურნირმა 3 მილიარდამდე ტელემაყურებელი მიიზიდა და რუსეთში მილიონობით გულშემატკივარი ჩავიდა. გარდა ამისა, მან დადებითად შეაფასა არბიტრებისთვის განკუთვნილი ვიდეო-დახმარება VAR-ის სისტემის დაფუძნება. 

'მე 20 წლია ფეხბურთში ვარ. ვიცი რას შევადარო - ეს ჩემი საქმეა. ინფრასტრუქტურის დონე, არენები, აეროპორტები...ეს საუკეთესო იყო, რაც კი მუნდიალებზე მანამდე ყოფილა', - განაცხადა FIFA-ს ხელმძღვანელმა. 

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოსკოვში, 'ლუჟნიკების' სტადიონზე 15 ივლისს გაიმართება, სადაც ერთამანეთს საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებები შეხვდებიან.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო. 

საფეხბურთო მატჩების განრიგს და ანგარიშების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ გვერდზე.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.