Header Ads

La Repubblica: ევროპაში არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ბიზნესში ქართველებიც არიან ჩართულნი

იტალიაში არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ბიზნესში უკრაინის, საქართველოსა და ლატვიის მოქალაქეებიც არიან ჩართულნი. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica წერს. გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაბანდისტები მიგრანტებს თურქეთიდან ევროპის სანაპიროებამდე კომფორტულ გადაყვანას სთავაზობენ,

რაშიდან თითოეული მიგრანტისგან 5 ათას ევროს იღებენ. ეს ათჯერ აღემატება იმ თანხას, რასაც მიგრანტები კონტრაბანდისტებს ლიბიიდან იტალიაში გადასაყვანად უხდიან. ამ გზით იტალიაში ყოველწლიურად 5 ათასამდე ადამიანი ხვდება და კონტრაბანდისტები არალეგალური ბიზნესით მილიონობით ევროს შოულობენ.

ახლახანს ნოტოს სანაპიროებთან 14 მეტრის სიგრძის ნავი დააკავეს, რომელზეც 69 პაკისტანელი მიგრანტი იმყოფებოდა. მათი ჩვენებების საფუძველზე, სამართალდამცველებმა 2 კონტრაბანდისტიც დააპატიმრეს. ერთი მათგანი ლატვიის, მეორე კი საქართველოს მოქალაქეა.

29 ივნისს ევროპელი ლიდერები საიმიგრაციო კრიზისის ერთობლივ პოლიტიკაზე შეთანხმდნენ. 2-დღიანი სამიტის განხილვის მთავარი საგანი სწორედ საიმიგრაციო კრიზისი იყო.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.