Header Ads

ჰენრი კავილმა მოძრაობა #MeToo-ს ბოდიში მოუხადა

სუპერმენის როლის შემსრულებელმა ჰენრი კევილმა ბოდიში მოიხადა იმ კომენტარისთვის, რომ მოძრაობა #MeToo-ს გამო ეშინია ქალებმა მას მოძალადე არ უწოდონ. 

'გულგრილობა არ ყოფილა ჩემი მოტივი', - განუცხადა მსახიობმა ინტერვიუში გამოცემა GQ-ს. კევილის კომენტარს უფლებადამცველი ორგანიზაციებიდან კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც მსახიობს თავისი სიტყვების განმარტება მოუწია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ #MeToo ბევრს ქალს დაეხმარა, მათ გამო ბევრი კაცი 'შეშინებული დადის'.

სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში დადანაშაულება 2017 წლის ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად იქცა. მასშტაბური სკანდალი, რომელიც ჰოლივუდში ცნობილი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინის დადანაშაულებით დაიწყო, მასობრივად გავრცელდა და ამერიკის ფარგლებსაც გასცდა.

ამის შემდეგ დაიწყო კამპანია #MeToo.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით ყოველი სამი ქალიდან ერთი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.