Header Ads

10-წლიანი აკრძალვა გაუქმებულია, თბილისში ე.წ. აფხაზურნომრიანი მანქანები გამოჩნდნენ

საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე პერიოდულად ჩნდება ავტომობილები ე.წ. აფხაზური ნომრებით. აღნიშნული ავტომობილები, ზოგ შემთხვევაში, სატვირთო მანქანაა, ზოგ შემთხვევაში კი მსუბუქი ავტომობილი.

რამდენიმე დღის წინ ასეთი მანქანები თბილისსა და სამეგრელოში, სოფელ განმუხურში შენიშნეს. მსგავსი ფაქტების ამსახველი ფოტომასალა ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელ ფეისბუკში.

თანასწორობისა და შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ასეთი მანქანების გადაადგილება სახართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 2008 წლის ომის შემდეგ აკრძალული იყო და, როგორც ჩანს, ეს აკრძალვა ახლა გაუქმებულია.

მისივე ინფორმაციით, ამ მანქანებით აფხაზეთის რიგითი მცხოვრებლები გადაადგილდებიან და ეს მისასალმებელი ფაქტია.

ძალიან კარგი ფაქტია და მივესალმები ამას. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს ყველაფერი საჭირო იყო. ნაციონალური მოძრაობის დროს უფრო გადმოდიოდნენ ეს მანქანები და შემდეგ შეწყდა, აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მისი განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომი შემდეგ მათ გადაადგილება აეკრძალათ, რაც ამჟამინდელი ხელისუფლების დროსაც გრძელდება, რაც, ზაქარეიშვილის შეფასებით, უგუნური ქმედება იყო.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ აკრძალა მათი მოძრაობა, რაც გაგრძელდა ქართული ოცნების დროსაც. მე არაერთხელ დავრეკე, როდესაც ვიყავი სახელმწიფო მოხელე, რომ ეს იყო უგნურება და შეზღუდვები არ უნდა ყოფილიყო. ისინი მაქსიმალურად უნდა მოძრაობდნენ, აცხადებს ის.

ზაქარეიშვილის თქმით, აუცილებელი ფაქტია, აფხაზებმა და ოსებმა იმოძრაონ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე იმისთვის, რომ უკეთ შეიცნონ საქართველო, რაც ჩვენ ტრაგიკულ ამბად არ უნდა მივიჩნიოთ.

ეს არის უბრალოდ ნომერი, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება. ნელ-ნელა დაიწყო ამ მანქანებმა მოძრაობა და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი ფაქტია. მგონია, რომ რაც შეიძლება მეტმა აფხაზმა და ოსმა უნდა იმოძრაოს მანქანებით თუ უმანქანოდ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე და ნახონ, როგორია და რა არის საქართველო, ივაჭრონ აქ, წაიღონ ნავაჭრი თავიანთ ქალაქებში, სოფლებში და უფრო მიეჩვიონ საქართველოს. ამაში არანაირი ტრაგედია არ არის და ნუ ვეძებთ იმას, რაც არ არსებობს, აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მისი განცხადებით, ეს ნომრები ავტომობილის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ატრიბუტია, ისევე, როგორც აფხაზებისა და ოსების პასპორტები პიროვნების იდენტიფიცირების საშუალება, რაც ჩვეულებრივ ფაქტად უნდა აღვიქვათ.

საკმარისია, ფული გადაიხადო, რომ მანქანას რასაც გინდა, იმას დაადებ, თუ გინდა, მე შენ მიყვარხარ-ს დააწერ ნომერზე და ეს პრობლემა არ არის.

ასეთ რაღაცებს უნდა ვუყუროთ მშვიდად. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ნივთის ნომერი. ჩვენ აფხაზებსა და ოსებს მათი პასპორტებით ვმკურნალობთ და ეს მიგვაჩნია ნორმალურ მოვლენად. თუკი პიროვნების ხელთ არსებული დოკუმენტით, რომელიც მის იდენტიფიცირებას ახდენს, ვმკურნალობთ, რა პრობლემაა, რომ ნივთის დასახელება იყოს მისაღები?! ამიტომ არც მინდა გავუგო იმ ადამიანებს, ვინც ამის მოწინააღმდეგეა, განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.