Header Ads

დასახელდა 10 ქვეყანა, სადაც დემოგრაფიული კრიზისია

Science Alert-მა დაასახელა ევროპული, აზიური და მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანა, სადაც დაბალი შობადობისა და ასაკოვანი ხალხის რაოდენობის ზრდის გამო, დემოგრაფიული კრიზისის 'შენელებული ბომბი' მოქმედებს.

ასეთ ქვეყნებს შორის არიან აშშ, იტალია, ესპანეთი, ბულგარეთი, ლატვია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, იაპონია და ჩინეთი.

'შენელებული მოქმედების დემოგრაფიული ბომბი' ეს არის სიტუაცია, როდესაც დასაქმებული მოსახლეობის წილი მცირდება. ამის თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ ერთ ქალზე შობადობის მაჩვენებელი 2.2 ნიშნულზე იქნება. კვლევით კი გაირკვა, რომ ეს მაჩვენებელი უმეტეს ქვეყნებში 2.0-ზე დაბალია. მდგომარეობის შემსუბუქება ასევე შეუძლია სამუშო მიგრაციას, თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში სამუშაოდ ჩამოდიან და არა პირიქით.

აშშ-ში შობადობის საშუალო კოეფიციენტი ისტორიულ მინიმუმადე დაეცა და 1.76-ია, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78.7 წელს მიაღწია. აშშ-ში შობადობის შემცირების მიზეზად ბავშვისთვის საჭირო ხარჯებია, რომელიც წლის განმავლობაში 10 ათას დოლარი და მეტია. ამის გამო ბევრი ამერიკელი შვილის ყოლაზე უარს ამბობს. 

ესპანეთში შობადობის საშუალო მაჩვენებელი ერთ ქალზე 1.5-ია, ამასთან სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს. მოსახლეობის რაოდენობის ზრდა ძირითადად მიგრანტების ხარჯზე ხდება. ასეთივე ტენდენციაა იტალიაშიც, სადაც 2017 წელს მხოლოდ 464000-მდე ბავშვი დაიბადა, მოსახლეობის საშუალო ასაკმა კი უკვე 45 წელს მიაღწია.

ბულგარეთში შობადობის საშუალო მაჩვენებელი 1,46-ია და ის რეკორდულად სწრაფად მცირდება. ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ბულგარეთის მოსახლეობა 5.1 მილიონამდე შემცირდება, ლატვიის კი 1.52 მილიონამდე. 

იაპონიაში ერთ ქალზე შობადობის საშუალო მაჩვენებელი 1.44-ია, სამხრეთ კორეაში კი 1.26. ჩინეთში ოჯახებს ორი შვილის ყოლის უფლება აქვთ, ამის მიუხედავად 2030 წლისთვის მოსახლეობის მეოთხედის საშუალო ასაკი 60 წელს მიაღწევს. 

პრობლემაა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ბოლო 12 წლის განმავლობაში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლი 2017 წელს დაფიქსირდა - შარშან ბრიტანეთში მხოლოდ 679,106 ბავშვი დაიბადა. 

აზიის ქვეყნებს შორის სინგაპურში ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელია, აქ ქალზე საშუალოდ 0.83 ნიშნულზეა. ქვეყნის ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას მიგრაციის დახმარებით ცდილობს. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.