Header Ads

მიგრანტმა ფერმერებმა იტალიაში 16 მუშახელის დაღუპვა გააპროტესტეს

მიგრანტი ფერმერები იტალიის ქუჩებში გამოვიდნენ. მათ სამუშაო პირობების გაპროტესტება საჯაროდ მას შემდეგ დაიწყეს რაც 48 საათში, ორი სხვადასხვა საგზაო შემთხვევისას 16 მუშახელი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს

„ჩვენ არ ვართ მონები“, - ამ შეძახილებით სკანდირებდნენ იტალიის ქალაქ ფოგიაში შეკრებილი დემონსტრანტები. 

როგორც მიგრანტი ფერმერები განმარტავენ, მათ სატვირთოებით ნორმაზე მეტი ოდენობის პროდუქცია გადააქვთ და კოპანიები მათ ხელშეკრულებას არ უფორმებენ. 

ყოველ ზაფხულს იტალიაში ათასობით მიგრანტი პომიდორს კრეფს. 100 კილოგრამ მოკრეფილ პომიდორში მათ დამსაქმებელი 1,15 დოლარს უხდის. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.