Header Ads

ლითონის ტარიფების გაორმაგების შემდეგ თურქული ლირა 20%-ით გაუფასურდა

დონალდ ტრამპი <br/>რეჯეფ თაიფ ერდოღანი

დონალდ ტრამპის მიერ ლითონის ტარიფების გაორმაგების შემდეგ თურქული ლირა 20%-ით გაუფასურდა. ამის შესახებ BBC წერს

მიკრობლოგ Twitter-ზე თეთრი სახლის ლიდერმა დაწერა, რომ ამ დროისთვის აშშ-თურქეთის ურთიერთობები კარგი არის. 

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლირას გაუფასურება იმ კამპანიის ნაწილი იყო, რომლებიც უცხოურმა ძალებმა განახორციელეს. 

ბოლო 24 საათში თურქული ლირა 20%-ით გაუფასურდა. ერდოღანი ადგილობრივებს ეროვნული ვალუტის შეძენისკენ მოუწოდებს

მიმდინარე წლის განმავლობაში თურქული ლირა მთლიანობაში 40%-ით გაუფასურდა. 

10 აგვისტოს ტრამპმა თურქული ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფები გააორმაგა

ნატოს წევრ ორ ქვეყანას შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის ხელისუფლებამ ევანგელისტური ეკლესიის ამერიკელი პასტორის პატიმრობაში დატოვება გადაწყვიტა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 35-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ენდრიუ ბრანსონი 2016 წლის დეკემბრიდან თურქეთში პატიმრობაშია.

ოფიციალური ვაშინგტონის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ანკარა ტერორისტებთან კავშირსა და ჯაშუშობაში ბრალდებული პასტორის გათავისუფლებაზე უარს ამბობს.

ბრანსონი, მეუღლესთან ერთად, თურქეთში, ქალაქ იზმირში, 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქრისტიანული ეკლესიის მოძღვარი იყო.

სტატიის გაგრძელებაწყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.