Header Ads

სახელმწიფო გრანტის მოპოვება-გაუმჯობესების კონკურსში 4000-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა

ივა მინდაძე

წელს სახელმწიფო გრანტის მოპოვება-გაუმჯობესების კონკურსში ერთმანეთს დაახლოებით 4000 სტუდენტი ეჯიბრებოდა. ამისთვის სახელმწიფოს წელს 215 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ამ კონკურსში მინიმალური ზღვარი არ არსებობს, რადგან სახელმწიფო დაფინანსებას საუკეთესოები იღებენ. შეუძლებელია, მონაწილემ აღებული ქულებით მდგომარეობა გაიუარესოს. ანუ თუ სტუდენტს ეროვნული გამოცდებით მაგალითად მოპოვებული ჰქონდა 50 პროცენტიანი გრანტი, ის არ დაკარგავს მას, მიუხედავად იმისა, ამ კონკურსში რა ქულას მიიღებს. მას შეიძლება დაფინანსება, მხოლოდ მოემატოს... თუ ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დაახლოებით 4 000 სტუდენტი იღებს კონკურში მონაწილობას და მათგან სხვადასხვა სახით და ოდენობით გრანტს საშუალოდ 250 სტუდენტი პლუს-მინუს 20-30 ადამიანი მოიპოვებს“, - განმარტავს მინდაძე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა.

წელს სახელმწიფო გრანტის მოპოვება-გაუმჯობესების კონკურსში ერთმანეთს დაახლოებით 4000 სტუდენტი ეჯიბრებოდა. ამისთვის სახელმწიფოს წელს 215 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ამ კონკურსში მინიმალური ზღვარი არ არსებობს, რადგან სახელმწიფო დაფინანსებას საუკეთესოები იღებენ. შეუძლებელია, მონაწილემ აღებული ქულებით მდგომარეობა გაიუარესოს. ანუ თუ სტუდენტს ეროვნული გამოცდებით მაგალითად მოპოვებული ჰქონდა 50 პროცენტიანი გრანტი, ის არ დაკარგავს მას, მიუხედავად იმისა, ამ კონკურსში რა ქულას მიიღებს. მას შეიძლება დაფინანსება, მხოლოდ მოემატოს... თუ ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დაახლოებით 4 000 სტუდენტი იღებს კონკურში მონაწილობას და მათგან სხვადასხვა სახით და ოდენობით გრანტს საშუალოდ 250 სტუდენტი პლუს-მინუს 20-30 ადამიანი მოიპოვებს“, - განმარტავს მინდაძე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.