Header Ads

ციმბირში 40 ათასი წლის წინ მცხოვრები კვიცის დაუზიანებელი სხეული იპოვეს

რუსეთში, ციმბირში იაპონელმა და რუსმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კვიცის სხეული, რომელიც დაახლოებით 40 ათასი წლის წინ  ცხოვრობდა. ამის  შესახებ Independent-ი წერს.

არქეოლოგების გაკვირვებას იწვევს ის, რომ კვიცი იდეალურადაა შემონახული. მას აქვს ყურები, კუდი, შინაგანი ორგანოები და მისი ბეწვის ფერის გარკვევაც კი გახდა შესაძლებელი, - ცხოველი მუქი ყავისფერი ბეწვითაა დაფარული.

ის დაახლოებით 3 თვის მოკვდა. მეცნიერებს ჯერ არ შეუსწავლიათ, რა გახდა ამის მიზეზი. სხეულზე დაზიანებები არ შეინიშნება.

9 წლის წინ, ამავე ადგილას, ადგილობრივებმა ბიზონისა და ცხენის სხეულების ნაწილები იპოვეს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.