Header Ads

ახალ ზელანდიაში 4-დღიანი სამუშაო კვირა გამოსცადეს როგორია ექსპერიმენტის შედეგები

კომპანიამ, რომელმაც ახალ ზელანდიაში 4-დღიანი სამუშაო კვირის ეფექტურობა გატესტა, განაცხადა, რომ ექსპერიმენტი იმდენად წარმატებული იყო, ამ სისტემის მუდმივად დანერგვა სურთ.

კომპანია Perpetual Guardian-მა, რომელიც კლიენტებს საკუთარი სურვილებისა და ქონების მართვაში ეხმარება, თავისი ორთვიანი ცდის შედეგები მიმდინარე კვირას გამოაქვეყნა. კომპანიის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლების მხრიდან განსაკუთრებული პროდუქტიულობა, სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსი და სტრესის გაცილებით დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ მათ ჩვეულზე ერთით ნაკლები სამუშაო დღე ჰქონდათ კვირაში.

ექსპერიმენტის მიმდინარეობისას 240-ზე მეტ თანამშრომელს იმავე ოდენობის ხელფასს უხდიდნენ, რამდენსაც 5-დღიანი სამუშაო კვირის შემთხვევაში. ექსპერიმენტი მარტის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე მიმდინარეობდა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.