Header Ads

ბრიტანეთის მუზეუმი ირანში მოპარულ 5 ათასი წლის ნივთებს სამშობლოში დააბრუნებს

ბრიტანეთის მუზეუმი ერაყს მოპარულ, 5 ათასი წლის წინანდელ ანტიკვარიატს დაუბრუნებს. ამის შესახებ Aljazeera წერს. 

ნივთები ბრიტანეთში 2003 წელს აღმოჩნდა და მას შემდეგ, რაც მისი გაყიდვის მცდელობისას გამყიდველმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა, ადგილობრივმა პოლიციამ ნივთების კონფისკაცია გადაწყვიტა. 

2003 წლის მარტში აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალები ერაყში შეიჭრა. ირკვევა, რომ სწორედ ამ დროს მოიპარეს უძველესი ნივთები და მისი გაყიდვა დიდ ბრიტანეთში სცადეს.  

ნივთებს შორისაა კონუსები, რომელზეც შუმერული წარწერებია. ისინი უძველეს ქალაქ გირსუდანაა მოპარული. ამ ქალაქს ახლა ტელო ჰქვია. აქ შუმერის ქალაქი იყო. 

ნივთებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სამი კონუსი, რომლებზეც შუმერული წარწერებია.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.