Header Ads

იტალიელმა მედდამ საავადმყოფოს 600 000 ევრო უანდერძა

იტალიის ქალაქ ტრიესტში ყოფილმა მედდამ, საავადმყოფოს, სადაც მუშაობდა, ანდერძით 600 000 ევრო დაუტოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს

მარია ბოლონია შარშან 95 წლისა გარდაიცვალა. მძიმე ავადმყოფობის გამო ერთადერთი შვილის და შემდეგ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქალი ნათესავების გარეშე დარჩა და გადაწყვიტა, რომ მთელი ქონება საავადმყოფოსთვის გადაეცა.

ბიუროკრატიული პროცედურები რამდენიმე თვეს გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ წარმატებით დასრულდა..

ყოფილი მედდის ქონებას საავადმყოფო 2018-2020 წლებში დახარჯავს. ამ თანხას ახალი გარდერობების მოსაწყობად, ასევე სისხლის გადასახმის ცენტრის აღჭურვისა და შენობის ნაწილის რემონტისთვის გამოიყენებენ.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.