Header Ads

ირანში ფინანსური დანაშაულისთვის 67 ადამიანი დააკავეს

ბოლო დღეებში, აშშ-ის სანქციებისა და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ, - ირანმა კიდევ ერთხელ მიიპყრო მსოფლიო მედიის ყურადღება, ქვეყანაში 67 ადამიანი დააკავეს ფინანსური დანაშაულის ბრალდებით. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აპრილიდან ამ დრომდე, ირანული რიალის ღირებულება თითქმის განახევრდა, ამასთან, ცოტა ხნის წინ აშშ-მა ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა და როგორც ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, ეკონომიკას, კორუფციასთან  შეგუებით, საფრთეს არ შეუქმნიან.

„დაკავებულია ფინანსურ დანაშაულში ეჭვმიტანილი 67 ადამიანი. რამდენიმე მათგანი გირაოს სანაცვლოდ გავათავისუფლეთ. 100-ზე მეტი ადამიანი , - მათ შორის სახელმწიფო მოხელეები და კერძო კომპანიების თანამშრომლები. ზოგს კი, ქვეყნის დატოვება ავუკრძალეთ“ - თქვა ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა, გოლამჰოსეინ მოჰსენ ეიემ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.