Header Ads

რონალდუმ „იუვენტუსში“ სადებიუტო მატჩში გოლი 8 წუთში გაიტანა

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტუანუ რონალდუმ ტურინის „იუვენტუსის“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი მე-8 წუთზე გაიტანა.

„იუვენტუსმა“ შეხვედრა B გუნდთან გამართა და ანგარიშით 5:0 დაამარცხა. სეზონის დაწყებამდე ტურინული კლუბი შეხვედრას ახალგაზრდულ გუნდთან მართავს.

კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალი“ 9-წლიანი კარიერის შემდეგ დატოვა და ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა. 

მანამდე რონალდუმ მადრიდის „რეალს“ ულტიმატუმი წაუყენა. იმ შემთხვევაში, თუ მას ხელფასს ოთხჯერ არ გაუზრდიდნენ და ყოველწლიურად 80 მილიონ ევროს არ გადაუხდიდნენ გუნდს დატოვებდა და კარიერას სხვაგან განაგრძობდა.

„რეალთან“ კონტრაქტი რონალდუს 2021 წლამდე ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელს ბოლო თვეების განმავლობაში კლუბის მფლობელთან კონფლიქტი ჰქონდა. ამ გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 438 შეხვედრაში რონალდუს ანგარიშზე 450 გოლია.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.